პრემიერი ღარიბაშვილი: „ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია“
საქართველო, 28 მარტი,
საქინფორმი.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს უშურველი ძალისხმევისთვის –დაეხმარონ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მანვე წარმატება უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ განხილული საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც მოუთმენლად ელოდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას.
„ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ძალას არ იშურებენ და ყოველმხრივ გვეხმარებიან, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს ეს პროცესი. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს ქვეყანას ჩააყენებს იმ სახელმწიფოთა რიგებში, რომლებიც დიდ ევროპულ ოჯახს ქმნიან. ჩვენ სხვა ალტერნატივა არა გვაქვს, რადგან საქართველოს დემოკრატიული განვითარება ჩვენი ხალხის არჩევანია. სწორედ ამიტომაცაა ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი“, – განაცხადა პრემიერმა.