აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „ივნისში საქართველო ხელს მოაწერს თავის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას“

1-ivniSi-aqt-1საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. “ მე ახლახან დავბრუნდი ევროპიდან, სადაც შეხვედრები მქონდა ბატონ ბაროზუსთან და ბატონ რომპეისთან. მათ ჩემთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს არაუგვიანეს ივნისის თვისა. სულ მალე, ივნისის თვეში დადგება ის დრო, რომელსაც ასე ელის ქართველი ხალხი - საქართველო ხელს მოაწერს თავის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე -ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან სიტყვით გამოსვლისას.

მან ევროინტეგრაციის გზაზე უკვე მიღწეულ წარმატებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სწორედ ახლა დადგა დრო, ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რითაც გზას გაუხსნის მის გაწევრიანებას ევროკავშირში.

საქართველოს მთავრობის მეთაურის მოსაზრებით, თუ ევროკავშირი არ მისცემს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს გაწევრიანების მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისები კვლავ იჩენს თავს და გამორიცხული არ არის, რეგიონში ვითარება უკონტროლო გახდეს.

“მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენ მზად ვართ არა მარტო იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპის მეზობელი, არამედ მზად ვართ, გავხდეთ ევროპული სამეზობლოს წევრი”, -განაცხადა პრემიერმა.