სამართალი
„რუსეთი ოკუპანტი არ არის!“ - დაპირისპირება პუშკინის სკვერთან

1-puSkinis-sam-1საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 27 მარტს, პუშკინის სკვერში არასამთავრობო ორგანიზაციამ "დედამიწა ჩვენი სახლია" რუსეთის მხარდამჭერი აქცია გამართა. ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, როდესაც მასთან კონტრაქციის წარმომადგენელი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეორეპორტაჟი იხილეთ აქ).

სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცველები შეეცადნენ. მათ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

„დღეს არცერთმა ქართველმა არ უნდა მოითმინოს ის, რომ საქართველოში რუსული დროშა თავისუფლების მოედანზე გვიფრიალო. დღეს რომ აქ გვიფრიალებენ, ხვალ სახლში შემოვლენ ჩექმით და დროშით“, - განაცხადა კონტრაქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„ერთი ციცქნა ქვეყანა ვართ, თითის ქნევით რომ ელაპარაკები რუსეთს, ამით ვერც ოსეთს დაიბრუნებ და ვერც აფხაზეთს... უნდა იყოს დიპლომატიური ურთიერთობა. არ არის რუსეთი ოკუპანტი“, - განაცხადა, თავის მხრივ, რუსეთის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.