სამართალი
არასრულწლოვანი დამნაშავეებისთვის დანაშაულის გამოსყიდვის პროგრამა დღეიდან ამოქმედდება. „განრიდებისა და მედიაციის“ პროექტი მოზარდს საშუალებას აძლევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს იმ შემთხვევაში, თუკი დანაშაულს აღიარებს და დაზარალებულს ბოდიშს მოუხდის.
დამნაშავე კისრულობს ვალდებულებას დაზარალებულის სასარგებლოდ გარკვეული ქმედება შეასრულოს. პროგრამა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს შეეხება.
დანაშაულის გამოსყიდვის ახალი ფორმის მიზანია, საზოგადოებას სრულყოფილი მოქალაქე დაუბრუნდეს. პროექტი პირველ ეტაპზე თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ამოქმედდება.
პროგრამის ავტორებს მიაჩნიათ, რომ პროექტის ამოქმედების შემდეგ დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა ქვეყანაში არ გაიზრდება.