პოლიტიკა
სააკაშვილი ჩვენებას არ მისცემს არც Live-ში, არც Skype-ით, არც Facebook-ით!

1-pokazania-pol-3საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. გუშინ იულია ტიმოშენკომ ოფიციალურად განაცხადა, რომ სურს, უკრაინის პრეზიდენტი გახდეს და საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას წამოაყენებს. ამის შემდეგ მასთან მიშა სააკაშვილი მივიდა, რომელსაც, იულიას პრეზიდენტობის შემთხვევაში, ისევე როგორც ტიმოშენკოს მეორე ფავორიტს - არსენ ავაკოვს, უკრაინის ხელისუფლებაში ყველაზე მაღალ პოსტებს დაჰპირდნენ.

სააკაშვილი ტიმოშენკოსთან კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრიდან მივიდა, სადაც სტუდენტების შეკითხვებს პასუხობდა, კერძოდ - ხომ არ აპირებს ის, რომ უკრაინის პრეზიდენტი გახდეს?

ნაზ იულიასთან გულისამაჩუყებელი შეხვედრის შემდეგ მიშამ საკუთარ ტელეარხ “რუსთავი 2”-ს კომენტარი მისცა საქართველოს პროკურატურის შეთავაზებასთან დაკავშირებით - მისი დაკითხვა დისტანციურად, ინტერნეტით მოხდეს, რაც ზიზღით უარყო.

"შეეშინდათ საერთაშორისო დაწოლის, როგორც ჩანს, და ახლა რაღაც შეცვალეს ფორმები, რადგან კარგად აუხსნეს ევროპელებმა და ამერიკელებმა, მაგრამ თავგასულ რუს ოლიგარქებს... უკრაინიდან მაინც აიღონ მაგალითი, ამ ქალბატონის, ტიმოშენკოს მაგალითზე, რით მთავრდება ასეთი სახის კამპანიები და პროკურატურის ასე გამოყენება... ასეთი რამეები ცუდად მთავრდება” , - დაიმუქრა სააკაშვილი.

1-pokazania-pol-3-1