საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „ეს იგივეა, ცხვრის ფარას მწყემსად მგელი დაუყენო!“

1-volk-saz-3საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურებზე განმარტებას პროკურატურა გააკეთებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმის პროკურატურაში დაკითხვის გარდა არსებობს ვიდეოდაკითხვის ეტაპი სასამართლოში.

"ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი, ევროპული სტანდარტი, თუმცა სამართლებრივ პროცედურებს დეტალურად პროკურატურა განმარტავს. რაც შეეხება კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი დასაკითხად დაბარებულია ერთდროულად 10 საქმეზე, ჩემი ინფორმაციით, ამ თემებზე გამოძიება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და გამოძიება დადგა სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე. ვფიქრობ, ეს ნორმალურია, ვიდრე 10 საქმეზე ცალ-ცალკე, 10-ჯერ დაბარება დაკითხვაზე", - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას ნდობის ჯგუფის შექმნის შესახებ, პრემიერი ამას ცინიზმად აფასებს და განმარტავს, რომ ეს იგივეა, ცხვრის ფარას მწყემსად მგელი დაუყენო."მათ თუ სურდათ ამ საქმეების გამოძიება, ამისთვის ჰქონდათ 9 წელი ხელისუფლებაში ყოფნის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.