პუბლიკაციები
საქინფორმი: სააკაშვილის დაკითხვა ინტერნეტით უნდათ, მაგრამ განა მან ინტერნეტით მოკლა ჟვანია, გირგვლიანი, და დაბომბა მძინარე ცხინვალი?!

1-dapros-polit-2-analit-1საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 27 მარტს, 13:00-ზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, საერთაშორისო ტერორისტი და XXI საუკუნის სამხედრო დამნაშავე №1 მიხეილ სააკაშვილი.

მაგრამ ლაჩარი, ალკოჰოლიკი და ნარკომანი სააკაშვილი ხან უკრაინაში ტიმოშენკოს კაბის კალთის ქვეშ იმალება, ხან ნიდერლანდებში - სიდედრის კალთის ქვეშ, ხან ამერიკაში ცოლის კალთას ეფარება და საქართველოში დაკითხვაზე ჩამოსვლას არ აპირებს. ზოგიერთი ქართველი “დემოკრატი”, მაგალითად, ომბუდსმენი ნანუაშვილი, გვთავაზობს, მიშკა ვირტუალურად> ინტერნეტის გამოყენებით - სკაიპით დაიკითხოს. როგორც ჩანს, მათ დაავიწყდათ, რომ სააკაშვილმა რეალურად, და არა სკაიპით მოკლა ჟვანია, გირგვლიანი, და დაბომბა მძინარე ცხინვალი.

საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა იმ საქმეების ჩამონათვალი, რომლებზეც დგას მ. სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა:

ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: . ალანიას, ალ. ღაჭავას, . ბიბილურიძისა და . აფციაურის შეწყალების ფაქტზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით;

2008 წლის თებერვალში მაღალი თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია ,,იმედში’’ შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი . პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედების ფაქტებზე;

2009-2012 წლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე;

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე;

2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია ,,მზე-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე;

2009 წლის 20 მაისს, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხებისათვის“ ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას გ.კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ლ.ამირიძის და კ.ოთანაძის დაჭრის ფაქტზე;

2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპსაგრომეტის (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე;

2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის . ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით სახელმწიფო ქონების შპსბეზეკზე უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე;

2012 წლის თებერვალში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელევიზია ტვ-25”-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემის ფაქტზე;

2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით ქართუ“ ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტზე.