უცხოეთი
ბერლუსკონიმ რუსეთთან დაკავშირებით დიდი შვიდიანის გადაწყვეტილება გააკრიტიკა

1-berluskoni-ucx-2საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ჰააგაში დიდი შვიდიანის ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „დიდი რვიანის“ ფორმატში შეხვედრების შეჩერების შესახებ „ანტიისტორიული და კონტრპროდუქტიული“ უწოდა.

„ეს ეწინააღმდეგება დასავლური დემოკრატიების საბჭოში რუსეთის სრულუფლებიან წევრად ჩართვის თაობაზე იტალიისა და იმ მთავრობის მიერ განხორციელებულ ხანგრძლივ და შრომატევად დიპლომატიურ მუშაობას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი“, - განაცხადა ბერლუსკონიმ.

ექსპრემიერმა აღნიშნა, რომ 1994 წელს სწორედ მან მიიწვია რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი ნეაპოლში G7-ის სამიტზე, ხოლო 2002 წელს ნატოსა და რუსეთს შორის სტრატეგიული ალიანსის შეთანხმების მიღწევას ცდილობდა რომის შორიახლო მდებარე პრატიკა-დი-მარეში გამართულ შეხვედრაზე.

„დასავლური დიპლომატიის აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთთან მიმართებაში მცდარი და კონსტრუქციულ სულისკვეთებას მოკლებულია“, - დასძინა ყოფილმა პრემიერმა.