სამართალი
საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ნინო ქადაგიძე ექსპრეზიდენტის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ზურას რასაც აბრალებენ, თურმე არაა საკმარისი. ახლა მე, თურმე, ფულის მეტი არაფერი არ მაინტერესებდა“, - წერს ნინო ქადაგიძე. ამასთან, როგორც ყოფილი პრემიერის მეუღლემ "პირWელთან" საუბარში განაცხადა, გამოძიება მიმდინარეობს და კადრების გავრცელება და აჟიოტაჟის ატეხვა მისი მიმდინარეობისთვის ხელის შესაშლელად დასჭირდათ.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას მეუღლემ მას თანხის ამოღებაში დახმარება სთხოვა. “როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ მისმა ძმამ და მეუღლემ უცნაური რაღაცეების ლაპარაკი დაიწყეს. მეუღლეს ვთხოვე, რომ მოსულიყო და მოვიდა... მითხრა, რა პრეტენზიები უნდა მქონდეს, მაგრამ შენ ხომ იცი, როგორც ყველა პოლიტიკოსს, ზურასაც ჰქონდა ბევრი ფულიო. მე არ მაქვს ფული და რას ლაპარაკობ-მეთქი, ვუთხარი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა დიდი თანხა და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღო, რადგან შესაძლოა, დაცვას ჰქონდესო. როგორც ჩანს, პატარკაციშვილმა უთხრა ეს. პატარკაციშვილი ამუშავებდა ჟვანიას ძმას ოფისში. ამ კატეგორიებით ლაპარაკი, როცა საქმე ჩემი მეგობრის შეუბღალავ სახელს ეხება, ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.