სამართალი
საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული არჩილ მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს გულმკერდისა და ფეხის არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).