სამართალი
ბრალდებული 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის იანვრამდე პერიოდულად სარგებლობდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – სს „ნოვატექნოლოჯის“ ვებგვერდით www.paybox.ge. საბარათე ანგარიშის გადახდის პროგრამის საშუალებით, მის სახელზე არსებული სხვადასხვა საბანკო ანგარიშიდან ონლაინ ტოტალიზატორებში საკუთარ ანგარიშებზე რიცხავდა ფულს. შოთა ჩ. თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, სს „ნოვატექნოლოჯისთვის“ გაგზავნილ ინფორმაციაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით, ხელოვნურად ამცირებდა საბანკო ანგარიშიდან ჩამოსაჭრელი თანხის ოდენობას. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შოთა ჩ. თაღლითურად დაეუფლა სს „ნოვატექნოლოჯის“ კუთვნილ 577 742,71 ლარს.
სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები და ბანკის პლასტიკური ბარათი ამოიღეს.