შეხვედრა დანიის პრემიერ-მინისტრ ჰელე ტორნინგ-შმიტთან
საქართველო, 26 მარტი,
საქინფორმი. ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ქართული საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა და დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა
ჰელე ტორნინგ-შმიტმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე. დანიის პრემიერმა საქართველოსადმი სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და დანიას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და ურთიერთობის სფეროების გაფართოება იყო. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველო-დანიის თანამშრომლობის სფეროები კიდევ უფრო გაფართოვდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება დანიის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის მარტინ ლიდეგაარდის ვიზიტს თბილისში, რომელიც აპრილში შედგება.