სამართალი
ქართული დელეგაცია მალაიზიაში გაემგზავრება

kalandadze-ninoსაქართველომ მალაიზიასთან ოფიციალური კავშირი დაამყარა და იქ დელეგაცია, სავარაუდოდ, 3 დეკემბრამდე გაემგზავრება. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ამ ქალბატონების გადასარჩენად არანაირი გარანტიები არ არის, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ შედეგი იქნება. მალაიზიაში ნარკოტიკების გატანაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი დააკავეს. მათ მალაიზიის კანონმდებლობის თანახმად სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. სასამართლო პროცესები უკვე დაწყებულია. მომდევნო პროცესი კი 6 და 13 დეკემბერს არის დანიშნული.