აქტუალური
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტ დიდიე ბურკჰალტერს შეხვდა

1-didie-akt-2საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. 25 მარტს ციურიხში შვეიცარიულ-ქართული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორი ციურიხის საინვესტიციო საბჭოა. ამის შესახებ ჰააგაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ დიდიე ბურკჰალტერს შორის გამართული შეხვედრის დროს აღინიშნა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს თანამშრომლობაზე როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურ, ისე საგანმანათლებლო-კულტურულ და უსაფრთხოების სფეროებში.

შვეიცარიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2009 წლიდან შვეიცარიას აქვს განსაკუთრებული მანდატი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის საკითხებში და ასრულებს მედიატორის ფუნქციებს. მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოში - რუსეთის ინტერესთა სექცია.