აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „კანადასთან პარტნიორობის გაღრმავებისათვის საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს“

1-akt-1-kanadaსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კანადის პრემიერ-მინისტრ სტეფან ჰარპერს შორის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პრემიერმა კანადელ კოლეგას არაღიარების პოლიტიკის, საქართველოს სუვერენიტეტის,ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობაგადაუხადა და თბილისში მოიწვია.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკურიკონსულტაციების მომდევნო ეტაპს ელოდება და მოხარული იქნება, თუ თბილისში კანადის საელჩო გაიხსნება.

“ეს ხაზს გაუსვამს საქართველოსა და კანადის პარტნიორობის მნიშვნელობას, რომლის გაღრმავებისთვის საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს”, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.