რედაქტორისგან
“საქინფორმი”, “ასავალ-დასავალი”, “ევრაზიის ინსტიტუტი”, “ობიექტივი” - საქართველოში მკვლელობების სერია მზადდება, სიები უკვე შედგენილია! - საქინფორმის საგანგებო განცხადება

1pol-2-red-2-gruzinfთანამოქალაქეებო! ქართველო ხალხო! საქართველოს მრავალეროვანო მოსახლეობავ!
ჩვენ მოგმართავთ თქვენ, და არა პროკურატურას, პოლიციას და მთავრობას, რომლებიც დიდი ხანია კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტებად გადაიქცნენ.
ჩვენ მოგმართავთ თქვენ, და არა პრეზიდენტსა და პარლამენტს, რომლებმაც საკუთარი ამომრჩევლების ინტერესებს უღალატეს.
ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, ექსმმართველი პარტია “ნაციონალისტური მოძრაობა”, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონა” და ლგბტ-საზოგადოება არ მალავენ, რომ საქართველოში “მაიდან 2”-ს ამზადებენ, თუმცა მათი სიმხდალის გამო სახელმწიფო გადატრიალება უკრაინისაგან განსხვავებული სცენარით განვითარდება.

უკვე შედგენილია ჟურნალისტების, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ხელმძღვანელების, პოლიტიკოსების - თავიანთი პრინციპული, მართალი პოზიციის გამო საზოგადოებაში პატივცემული გავლენიანი ადამიანების სია, რომლებსაც უნარი შესწევთ, ხალხს წინ გაუძღვნენ და რომლებსაც პირველ რიგში გაანადგურებენ. სხვაგვარად მოაზროვნეებთან ანგარიშის გასასწორებლად სააკაშვილის დაბრუნების წინ, რაც მან კიდევ ერთხელ დააანონსა გუშინ, თავის ამაზრზენ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში, ამ ადამიანებს დახოცავენ - ზოგს საკუთარ სახლებში, სხვებს ქუჩაში ზურგში ესვრიან, დანარჩენები ავტოკატასტროფებში ან ვერაგულად დანით დაჭრილები დაიღუპებიან, ანდა მათ ბრბო ჩაქოლავს.

შედეგად ქვეყანაში მასობრივი სისხლიანი შეტაკებები დაიწყება, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში არ მიიღებენ, ის ახალ ტერიტორიებს დაკარგავს - სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლს, აჭარას და სამეგრელოს.

ვინ არის არამზადების მთავარი სამიზნე - ადვილი მისახვედრია, მხოლოდ ცოტა ხნის წინანდელი მოვლენები უნდა გავიხსენოთ.

- საქართველოში დაიწყო ხალხისათვის ყველაზე საყვარელი გაზეთის “ასავალ-დასავალის” დევნა. კამპანიას სათავეში ჩაუდგნენ სააკაშვილი და “ნაცმოძრაობის” ყველა ლიდერი, ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც თავი ჟურნალისტებად და კულტურის მოღვაწეებად წარმოუდგენიათ, და აგრეთვე ერთი ბანკირი.

- გუშინწინ განხორციელდა მორიგი თავდასხმა ევრაზიის ინსტიტუტის და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე და აქტივისტებზე, რომლებიც ნატოს ავიაციის მიერ იუგოსლავიის დაბომბვის მე-15 წლისთავზე სერბ ხალხთან სოლიდარობის ღონისძიებას ატარებდნენ. იქვე თავს დაესხნენ სამუშაოდ მისულ მედიაკავშირ “ობიექტივის” ხელმძღვანელებს.

- საქინფორმში ათეულობით წერილი და ზარი შემოდის ლიკვიდაციის მუქარით, ხოლო მისი მთავარი რედაქტორი სააკაშვილის მეორე ამაზრზენმა ტელეკომპანიამ - “იმედმა” - გასულ კვირას საგანგებოდ აჩვენა სხვებთან ერთად, ვინც ლიკვიდაციას ექვემდებარება, როგორც საქართველოში “მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები.

2014 წლის 26 მარტი
საქინფორმის რედაქცია
საქართველო, თბილისი