უცხოეთი
რასმუსენი: რუსეთი ზეგავლენას ვერ მოახდენს ნატოს გაფართოების პროცესზე

1-rasmu-ucx-1საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, ზეგავლენას ვერ მოახდენენ ალიანსის გაფართოებაზე, - განაცხადა ნატოს გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

„ვერც რუსეთი, ვერც რომელიმე სხვა ქეყანა, რომელიც ნატოს წევრი არ არის, ამ საკითხზე ზეგავლენას ვერ მოახდენს“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაიმონდ ვეიონისმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატო-სთან მიმდინარეობს დისკუსიები ბალტიის რეგიონში დამატებითი კონტინგენტის განთავსების შესახებ.

მისი თქმით, ლატვიის ნაციონალური შეიარაღებული ძალები ახლა გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ და საზღვრებთან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილებოდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი.