სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი ინტერპოლის ხელმძღვანელს შეხვდა

1-interpol-sam-2საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს როლანდ ნოუბლის შეხვდა. ინტერპოლის ხელმძღვანელმა წარმატებები უსურვა საქართველოს მთავრობის მეთაურს კრიმინალთან ბრძოლაში და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მანვე ირაკლი ღარიბაშვილს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.