სამართალი
ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი გაიხსნა

1-haagashi-sam-1საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 24 მარტს, ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი გაიხსნა. სამიტის გახსნით სესიას 53 სახელმწიფოს პირველ პირებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება. სამიტზე მისულ სტუმრებს მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე შეეგება.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების მეფის უილემ ალექსანდერის სახელით გამართულ მიღებასა და სამუშაო სადილს დაესწრო. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა და სამეფო ოჯახს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო მიღების ბოლოს მიწვეულმა სტუმრებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.