აქტუალური
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში საფრანგეთის როლზე. ფრანგული მხარის სურვილია, უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც უკვე გამოიხატა ვილნიუსის სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებისას.
პრემიერმა ფრანსუა ოლანდს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებისა და არსებული ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გამოითქვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2014 წლისათვის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ოფისის გახსნა იგეგმება.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.