საზოგადოება
საქინფორმი: მთავარსარდალმა ვერიტას პლასტელინიჩმა ომი განიზრახა?!

1-obS-2-an-3-veritasსაქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. 2014 წლის მარტს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ იმედი გაუცრუა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელიც არჩევნების შემდეგ სრულიად შეიცვალა უარყოფითი მხრისაკენ. “მას პრინციპულად სხვა თვისებები აღმოაჩნდა... 60 წლის ვარ, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს!” - გაოცდა ივანიშვილი.

და მართლაც, როგორც კი პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც საკუთარ თავს პლასტელინისას უწოდებს, ხოლო ხალხმა, ქსოვით გატაცების გამო, სიყვარულით “ვერიტასი” დაარქვა, სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციაში მოეწყო, საოცარი მეტამორფოზა დაემართა - ვერიტას პლასტელინიჩმა მართლაც დაიჯერა, რომ ის პრეზიდენტია - უმაღლესი მთავარსარდალი და... ომი დაიწყო!

თავდაპირველად მან ბრძანა, 100 ქართველი ჯარისკაცი ევროკავშირის ოპერატიული რეაგირების ძალების შემადგენლობაში გაეგზავნათ ცენტრალურ აფრიკაში აბორიგენებთან საომრად.

შემდეგ მან თავის კეთილისმყოფელთან - ივანიშვილთან ომი დაიწყო, რომლის წყალობითაც პრეზიდენტი გახდა: მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადება  მოინდომა, ამასთან, აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის და ქართველი ხალხის აზრი “ერთ ადგილზე ჰკიდია” (სწორედ იმ ადგილზე, რომლითაც პუტინი სააკაშვილს ჩამოკიდებას დაჰპირდა...).

ივანიშვილის და მთელი საქართველოსდა უსიამოვნოდ, მან თავის მთავარ მრჩევლად ვანო მაჭავარიანი დანიშნა - მიშა მაჭავარიანის, “ნაცმოძრაობის” ოდიოზური ლიდერის და სააკაშვილის მთავარი მრჩეველის ღვიძლი ძმა;

ჯიუტად უარი თქვა საკუთარი ოჯახური მდგომარეობის მოწესრიგებაზე, რითაც აიძულა ივანიშვილი, საქართველოს პირველი ლედი პრემიერი ღარიბაშვილის მეუღლისთვის ეწოდებინა; უზომოდ გაახარა “ნაციონალები”, როცა სააკაშვილის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მუშაობას დათანხმდა, რითაც, პრაქტიკულად, გაამართლა ასობით მილიონი ქართველი სალხის ფული, მის აშენებაზე დანაშაულებრივად რომ დაიხარჯა.

გუშინ კი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტში შეიტანა ახალი კანონპროექტი “მოქალაქეობის მინიჭების შესახებ”, რომლის მიხედვით ეს მისი ერთპიროვნული პრეროგატივაა, რითაც მიანიშნა ივანიშვილს, რომ შეუძლია, საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დატოვოს, როგორც თავის დროზე - პრეზიდენტმა სააკაშვილმა, თან დასძინა, რომ ამიერიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივებს მთავრობის და პრემიერის ვიზა არ უნდა დასჭირდეს.