აქტუალური
საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველო- ლიტვის ახლო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შორის გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობაზე.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში მხარდაჭერისთვის. გამოითქვა იმედი, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა საქართველო-ევროკავშირის ურთერთობაში ახალ რეალობას შექმნის.
შეხვედრა ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გაიმართა, მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.