პოლიტიკა
საქინფორმი: აშშ სამხედრო-საველე ჰოსპიტალებს საქართველოდან უკრაინაში გადაისვრის?!

1-pol-3-hospital-GLსაქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პოლიტიკის ორმაგი სტანდარტები და ორსახოვნება იმდენად საყოველთაოდ ცნობილია, რომ დიდი ხანია მტკიცებულებები აღარ სჭირდება, თუმცა ისინი თავისთავად ჩნდება. აი, ერთ-ერთი მათგანი:

ყველას ახსოვს, რომ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო ავანტიურის შემდეგ ოფიციალური ვაშინგტონი - აშშ-ის სახდეპის მდივანი კონდოლიზა რაისი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი - პრეზიდენტ სააკაშვილს იმის გამო  აკრიტიკებდნენ, რომ მათი გაფრთხილება ყურად არ იღო და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი გააჩაღა, რომელშიც, როგორც ისინი აფრთხილებდნენ, რუსეთი ჩაერია. მეორე მხრივ კი აშშ ყველანაირად აიარაღებდა და აღჭურავდა ქართულ ჯარს, აფინანსებდა სამხედრო შესყიდვებს უკრაინიდან (საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები “ბუკ"-ი) და ისრაელიდან (უპილოტო საფრენი აპარატები), აგრეთვე აგზავნიდა ინსტრუქტორებს (ამერიკელ და უკრაინელ) ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სწავლებისთვის. კერძოდ, ომის წინ საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა №1 საქართველოში გამოგზავნა სრულად დაკომპლექტებული სამხედრო-საველე ჰოსპიტალები, რომელთა დანიშნულება დამატებით კომენტარებს არ საჭიროებს - ამაზე თავად სახელწოდება ლაპარაკობს, მითუმეტეს, რომ თავდაცვის სამინისტროს სტაციონარული სამხედრო ჰოსპიტალი საქართველოში დიდი ხანია ფუნქციონირებდა.

  5-დღიანი ომის შემდეგ ამერიკელებს ჰოსპიტალები “MADE IN USA” უკან არ წაუღიათ. ორიოდე მათგანი თავდაცვის ახალმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაშალა (მაგალითად, კახეთში).

მაგრამ დღეს, კომპეტენტური და სანდო უკრაინული წყაროებიდან საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით ექვსი თუ რვა ასეთი სამხედრო-საველე ჰოსპიტალი, პენტაგონის განკარგულებით, სასწრაფოდ იგზავნება საქართველოდან უკრაინაში.

საქინფორმს არ გააჩნია ისეთი მდიდარი შესაძლებლობები, როგორც მიხეილ სააკაშვილის ტელეკომპანიებს “რუსთავი 2”-ს და “იმედს”, რომ მუდმივად ჰყავდეს უკრაინაში ჟურნალისტები ან იქ კორპუნქტი შეინახოს, ამიტომ ამ ინფორმაციის შემოწმება ჩვენთვის ადვილი არ არის. თუმცა, თუ ის დადასტურდება, ეს შესაძლოა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდეს - აშშ უკრაინაში სამხედრო პროვოკაციას ამზადებს - კონფლიქტს, რომელიც, როგორც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, ადგილობრივი ძალებით განხორციელდება. აი ჰოსპიტალები, სახვევი და საბრძოლო მასალა, წამალი და ტყვია-წამალი, პამპერსები, იარაღი და ინსტრუქტორები “MADE IN USA” - რამდენიც გნებავთ...

P.S. საქინფორმის დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 2007 წელს ერთი ამერიკული სამხედრო-საველე ჰოსპიტალი გაიხსნა (უფროსი - ლაშა ქოიავა), თუმცა გერმანული აღჭურვილობით, უკრაინულ ავტომობილებზე და სასწრაფო დახმარების მანქანებით "Land Rover" თურქეთიდან.

1-pol-3-hospital-1 1-pol-3-hospital-2