უცხოეთი
„არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ერთდროული დაწყება ყოფილი პრეზიდენტის მონაწილეობით ლეგიტიმურ შეშფოთებას აჩენს პოლიტიკური დევნის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა.
როგორც ვაშინგტონში, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან უმაღლეს დონეზე შეხვედრისას ითქვა, შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა საქართველოს ლიდერებს, ქართველი ერის ენერგია მომავალს, ძლიერ ეკონომიკას, მართლმსაჯულების სექტორის შემდგომ რეფორმირებას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით სწრაფ პროგრესს მოახმაროს“, – ნათქვამია აშშ–ის სახდეპის განცხადებაში.