სამართალი
პროკურატურაში მოწმის სახით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია დაბარებული

1-dabarebuli-samart-2საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. 2014 წლის 27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

საქმე ეხება ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: . ალანიას, ალ. ღაჭავას, . ბიბილურიძისა და . აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით.

საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს იმ საქმეების ჩამონათვალს, რომლებზეც დგას მ. სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა:

2008 წლის თებერვალში მაღალი თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია ,,იმედში’’ შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი . პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედების ფაქტებზე;

2009-2012 წლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის  კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე;

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე;

2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია ,,მზე“-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე;

2009 წლის 20 მაისს, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხებისათვის“ ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას გ.კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ლ.ამირიძის და კ.ოთანაძის დაჭრის ფაქტზე;

2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს „აგრომეტის“ (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე;

2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის . ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით სახელმწიფო ქონების შპს „ბეზეკზე“ უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე;

2012 წლის თებერვალში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელევიზია “ტვ-25”-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემის ფაქტზე;

2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით „ქართუ“ ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტზე.