აქტუალური
საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. გუშინ დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში. ვიზიტის დასაწყისში ქართული დელეგაცია მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს იწყებს. საქართველოს მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ნიდერლანდების სამეფო, საქართველოში განხორცი ელებული ინვესტიციების რაოდენობით, ერთ-ერთი ლიდერია და სულ უფრო იზრდება იმ ჰოლანდიური კომპანიების რაოდენობა, რომლებიც თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობებს საქართველოში ხსნიან. ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი შოთა ღვინერია დაესწრნენ.