აქტუალური
შეხვედრა ევროპარლამენტარ ვან ბაალენთან

1-baalen-aqtual-2-qvemსაქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტით იმყოფება. გუშინ საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპის პარლამენტის წევრს, ლიბერალ ინტერნაციონალის პრეზიდენტ იოჰანეს კორნელის ვან ბაალენს შეხვდა. შეხვედრა ჰააგაში, საქართველოს საელჩოში გაიმართა.

საუბარი შეეხო მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს და კმაყოფილებით აღინიშნა  ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მონაწილეობით საქართველოს მიერ ამ საქმეში შეტანილი წვლილი.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართულებით იოჰანეს კორნელის ვან ბაალენის აქტიურ კამპანიაზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და უკრაინის კრიზისს.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში შოთა ღვინერია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.