საზოგადოება
დღეს ნატოს აგრესია იუგოსლავიის წინააღმდეგ თბილისსა და ბათუმში აღინიშნება

1-sazogad-1-anal-1-mtavarსაქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით, 24 მარტს, 13 საათზე, თბილისის, აგრეთვე რეგიონებიდან ჩამოსული საზოგადოება, შეიკრიბება კინოს სახლში - კინოს საჩვენებელ დარბაზში 1-ლ სართულზე, სადაც გაიმართება 30-წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება იუგოსლავიის დაბომბვისა და შემდგომი პერიოდის ამსახველი ვითარების შესახებ. ამ ფილმის მიზანია, საზოგადოებას შეახსენოს და ნაწილობრივ გააცნოს ფაქტები, რომლებიც დაკავშირებულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან არა მხოლოდ იუგოსლავიის სახელმწიფოს, არამედ მართლმადიდებლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან.

ფილმის ჩვენების შემდეგ შეკრებილი საზოგადოება მოაწყობს ქუჩის მსვლელობას, სერბი ხალხის ტრაგედიისა და ნატოსადმი კრიტიკის ამსახველი ტრანსპარანტებითა და პლაკატებით. მსვლელობა იმოძრავებს რუსთაველის გამზირის მიმართულებით და დასრულდება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, გუდიაშვილის 7, სადაც "ნატოს საინფორმაციო ცენტრია" განთავსებული.  

15 წლის წინ, 1999 წლის 24 მარტს ნატოს ავიაციამ საერთაშორისო სამართლის, გაეროს გვერდის ავლით, მოგონილი საბაბით (ვითომ ალბანელების გენოციდი იუგოსლავიის მხრიდან) დაიწყო იუგოსლავიის განადგურება. დაბომბვები 10 ივნისამდე გრძელდებოდა. აღდგომა დღეს , აპრილში, ჩამოყარეს ბომბები წარწერით - "გილოცავთ აღდგომას". ამ დაბომბვებმა გამოიწვია იუგოსლავიის ინფრასტრუქტურის განადგურება, 1700 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, შემდეგ კი სერბეთს კოსოვო გამოეყო დასავლეთის დახმარებით - შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც დასავლეთმა მხარი დაუჭირა სეპარატიზმს.

კოსოვოში გაანადგურეს მრავალი სერბული ტაძარი და მონასტერი, ამიტომ აქცია ჩაივლის ლოზუნგით - "სერბეთის სიწმინდეები - ჩვენი სიწმინდეებიცაა!"

ბათუმში ანალოგიური აქცია ტარდება - ბათუმელები მხარს დაუჭერენ ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივას და გააპროტესტებენ ნატოს აგრესიას სერბი ხალხის წინააღმდეგ, ასევე სეპარატიზმსა და ანტიმართლმადიდებლურ პოლიტიკას.

1-sazog-1-1-anal-1 1-sazog-1-2-anal-1
1-sazog-1-3-anal-1 1-sazog-1-4-anal-1