უცხოეთი
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო უწყებამ გამოქვეყნა აშშ-ის წარმომადგენელთა საპასუხო სია, რომელთა მიმართაც სანქციები დაწესდა.
აშშ-ის კონგრესის წევრებისა და ოფიციალური პირების სიაში, რომლებსაც რფ-ში შესვლა აეკრძალათ, არიან: აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში კეროლაინ ატკინსონი, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე დენიელ პფაიფერი, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ბენჯამენ როდსი, სენატში უმრავლესობის ფრაქციის ლიდერი ჰარი რიდი, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ჯონ ბეინერი, საგარეო საქმეებში სენატის კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესი, სენატორი მერი ლენდრიუ, სენატორი ჯონ მაკკეინი, სენატორი დენიელ კოუსი. „აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ 17 მარტს გამოქვეყნებული სასანქციო ზომების პასუხად, რომლებიც რიგი რუსი ოფიციალური პირებისა და ფედერალური საბჭოს დეპუტატების მიმართ „სასჯელის“ სახით დაწესდა ყირიმში რეფერენდუმის მხარდაჭერის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საპასუხო სანქციებს ანალოგიური რაოდენობის ამერიკელი ჩინოვნიკებისა და კანონდებლების მიმართ“, - ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ყოველ მტრულ გამოხდომას რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს.