აქტუალური
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ეს არის საქმე, რომელიც შეიწირავს მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილსაც“

1-nikoloz-akt-3საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე თავის დროზე მომუშავე ექსპერტები ზეწოლას განიცდიდნენ.

ლევან ჩაჩუა და კიდევ სხვა ექსპერტები ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ, რათა დაედოთ არასრულყოფილი დასკვენები. რაც შეეხება ლევან სამხარაულს, მან იცოდა ყველაფერი რაც მოხდა და მოიცილეს. სამხარაულის მკველელობაც გაიხსნება და ნათელი მოეფინება ყველაფერს. ბევრი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - განაცხადა მჟავანაძემ, რომლის თქმითაც, ეს პოლიტიკური მკვლელობაა.

„გამოძიება უნდა დაინტერესდეს მიხეილ სააკაშვილითაც. ეს არის საქმე, რომელიც შეიწირავს მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილსაც.  ჟვანიას მკვლელობის შეკვეთა დაბალი რანგის მოხელიდან რომ არ წამოვიდოდა, ყველამ კარგად იცის. ის, რომ ჟვანია ნაცემია, ფოტოებზეც თვალნათლივ ჩანს. ფაქტია, რომ მთელი გუნდი, მთელი სახელისუფლო ვერტიკალი ჩართული იყო, როგორმე ეს საქმე რაღაცნაირად შენიღბულიყო. ზურაბ ჟვანიას ბევრი „ვაი მეგობრის“ პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟვანაძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში.