აქტუალური
უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს ხელი მოეწერა

1-asoc-akt-2საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის მხრიდან შეთანხმებას ხელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მოაწერა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ და ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა.

ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა უკრაინასთან 2013 წლის 28-29 ნოემბერს, ვილნიუსში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორუმზე იყო დაგეგმილი, თუმცა უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი შეჩერდა, რასაც მრავალათასიანი საპროტესტო აქციები და, შედეგად, ხელისუფლების შეცლა მოჰყვა.