აქტუალური
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
მან საქართველო–აზერბაიჯანის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება.
"მე მივესალმები, რომ არ კარგავთ კავშირს თქვენს ისტორიულ სამშობლოსთან, აზერბაიჯანი საქართველოს ერთგული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. ვიცი, რომ თქვენთვის ერთნაირად ძვირფასია აზერბაიჯანიც და საქართველოც. დღეს ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს და ქართველებს ერთი ქვეყანა გვაქვს. ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს და ბედნიერად ვიცხოვრებთ ერთიან ძლიერ საქართველოში", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.