საზოგადოება
კახა კალაძე ჟვანიას საქმეზე სააკაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს

1-kalaZe-saz-1საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს.

ამასთან, ვიცე-პრემიერი ჟვანიას საქმის ექსპერტის დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  მისთვის უცნობია, თუ რა ბრალი მიუძღვის ლევან ჩუას ან ყოფილ მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას.

კონკრეტული დეტალები არ ვიცი, თუ რა ბრალი მიუძღვის ჩაჩუას, ან მიუძღოდა თუ არა ზოდელავას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები განვლილ წლებში არსებობდა. გამოძიება დღესაც მიმდინარეობს. ვფიქრობ, სწორი იქნება, მის დასრულებას დაველოდოთ, თუ რა დეტალები გამოიკვეთება, რა იქნება ახალი და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ საქმეზე შეფასების გაკეთება“, – განაცხადა კალაძემ.

ლევან ჩაჩუა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსპერტიზისას ფაქტების დამალვის ბრალდებით გუშინ გვიან ღამით დააკავეს.