სამართალი
“საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

1-banki-sam-2საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს.  ბანკის პრესსამსახურის ცნობით, ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა არასამუშაო საათებში მოხდა, თუმცა მათთვის თავდასხმის დეტალები უცნობია. მათივე ცნობით, არავინ დაშავებულა. პრესსამსახურისთვის უცნობია, წაღებულია თუ არა ფილიალიდან თანხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.