გაიმართა ოლიმპიურ ფესტივალ „თბილისი 2015“–ის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის სხდომა
საქართველო, 21 მარტი,
საქინფორმი. პრემიერ–მინისტრ
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა პრემიერ–მინისტრს გაწეული სამუშაოებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის აპრილში თბილისს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა, რომელიც მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება.