სამართალი
თავდაცვის სამინისტრო: “ინფორმაცია ჯარისკაცების მოწამვლის შესახებ არის სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება!”

1-min-ob-sam-3საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. II ქვეითი ბრიგადის 23-ე და სამთო-სადაზვერვო ბატალიონების, ასევე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის  უკლებლივ  ყველა სამხედრო მოსამსახურემ დღეს, მონაწილეობა მიიღო ვაზიანში  IV მექანიზებულ ბრიგადაში გამართულ ავღანეთის მისიაში გაცილების ოფიციალურ ცერემონიალში.

სამივე ქვედანაყოფის  სამხედრო მოსამსახურეები უახლოს მომავალში მიემგზავრებიან ავღანეთში  ISAF-ის  მისიის შესასრულებლად. ინფორმაცია ამ ჯარისკაცების  მოწამვლის შესახებ არის სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას, თავი შეიკავოს შეუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.