სამართალი
მაია ნიკოლეიშვილი: „ჟვანიასა და უსუპოვის ერთდროულად გათიშვა პარადოქსია“

1-maia-nikoleiSviliსაქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ჟვანიას და უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე დასკვნაში დაზიანებებზე არაფერი წერია.

ერთადერთი დაზიანება, რომელიც დასკვნაში წერია, არის ნაჭდევი ქვედა ტუჩზე ჟვანიას გვამზე. მეტი დაზიანების შესახებ არაფერია ნათქვამი. ექსპერტი ვარ და ეჭვებით საუბარი ცოტა ძნელია, მაგრამ რაც ჩანს, ძალიან ჰგავს დაზიანებას. ვერ გეტყვით, თავის დროზე რატომ და რისთვის დაიწერა ის, რომ მხოლოდ ტუჩზე იყო დაზიანება. ყველაზე მეტად ჩემში ეჭვს არა დაზიანებები, არამედ გარდაცვლილების კანის ფერი იწვევს. როცა ადამიანი გაზის ნამწვით ან ნებისმიერი სხვა რამით იწამლება (აქვე დავამატებ, რომ ისეთი რამით, რაც ბუნებრივია და არ არის საიდუმლო სამსახურების მიერ შემუშავებული საწამლავი), გვამზე ჩნდება სპეციფიკური ლაქები. დასკვნაში წერია, რომ ეს ორი ადამიანი Co- შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ ლაქები არ ჩანს. ეს არის ყველაზე ნიშანდობლივი და დამაფიქრებელი”, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ ორი ადამიანი ერთდროულად გარდაიცვალოს.

„არის წინაკლინიკური პერიოდი, რომელიც ყველა ორგანიზმში სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. ანუ, ვიღაც შეიძლება ადრე გაითიშოს, ვიღაც 5 ან 10 წუთით გვიან, მაგრამ ერთდროულად გათიშვა პარადოქსია. ამიტომ ჩნდება ეჭვები”, - აღნიშნა ექსპერტმა.