საზოგადოება
ხათუნა გოგორიშვილი: „ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი ჟვანიას თემით სპეკულირებას“

gogoriSvili-saz-3საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ „იუთუბზე“ და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები გამოძიების მასალებშია და მას ზურაბ ჟვანიას მეუღლესთან ერთად აქვს ნანახი.

ამის შესახებ გოგორიშვილმა „დილის კურიერთან“ სატელეფონო საუბარში ილაპარაკა.

ეს ფოტოები, რა თქმა უნდა, წითელი რგოლების გარეშე, დევს საქმეში, რომელიც ნანახი მაქვს მის მეუღლესთან ერთად პროკურატურაში, როდესაც გავეცანით საქმის მასალებს. პროკურატურის მასალებზე ნამდვილად არავის მიუწვდება ხელი პროკურატურის გარდა. პროზექტურაში პროცედურას თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი. იქ ვიყავი, როდესაც ზურას გაკვეთა ხდებოდა და ზუსტად ვიცი ყველაფერი, რა გაკეთდა პროზექტურაში.

ყველას მოვუწოდებ, რომ ამ თემით სპეკულირებას თავი დაანებონ და პირველ რიგში პროკურატურამ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვას ამ საქმეს“, - აცხადებს დეპუტატი.