აქტუალური
საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ფოტოები, რომლებიც სოციალური ქსელით გავრცელდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში დევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ფოტოები რეალურია და მონტაჟზე ლაპარაკი არ არის. "ეს რეალური სურათებია. საქმის მასალებში ისინი ნამდვილად დევს. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. სამწუხაროდ, ამაზე მეტს ვერ გეტყვით", - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.გუშინ, 19 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა სახელწოდებით "სააკაშვილმა მოკლა ჟვანია“. მასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღინიშნებათ.
ფოტომასალა Youtube-ზე მომხმარებელი ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.