პოლიტიკა
საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტი და ვიზიტის შედეგები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკას შორის არსებულ ურთიერთობას და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს.