საზოგადოება
4 თვის აფხაზ ჩვილს თბილისში გულის ოპერაცია გაუკეთდა

joe-enis-klinikaდღეს "ჯო ენის" კლინიკაში 4 თვის აფხაზი ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინეს. ბავშვს გულის ოპერაცია გაუკეთდა, სისხლი კი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა და თავად ექიმებმა გაიღეს.

ამ დროისთვის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

აფხაზეთიდან ჩამოყვანილ პატარას თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. ის თბილისში არასამთავრობო ორგანიზაცია "ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიისთვის" დახმარებით ჩამოიყვანეს.