საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რფ-ის საქმეებში დროებითი რწმუნებული ანდრეი ვორობიოვი დაიბარა და მას რუსეთის მიერ ყირიმის რესპუბლიკის აღიარებისა და ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან მიერთების საწინააღმდეგოდ საპროტესტო ნოტა გადასცა. ცნობა ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების საიტზეა განთავსებული.
უკრაინის მხარემ რუსეთის ქმედებები შეფასა, როგორც „ანექსიის აქტი“, ანუ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ძალადობრივი მიერთება, - ნათქვამია რელიზში.პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში 2013 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო, როცა მინისტრთა კაბინეტმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება გამოაცხადა. „ევრომაიდნის“ სახელწოდებით ცნობილმა საპროტესტო აქციებმა მთელი უკრაინა მოიცვა დ იანვარში შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა.
22 თებერვალს კი ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით მიტაცება განხორციელდა. უმაღლესმა რადამ შეცვალა კონსტიტუცია, პარლამენტის ხელმძღვანელობა და პოსტიდან გადააყენა სახელწიფოს მეთაური, რომელიც მოგვიანებით იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. 27 თებერვალს უკრაინის პარლამენტმა დაატკიცა ე.წ. „სახალხო ნდობის მთავრობის“ შემადგენლობა, არსენი იაცენიუკი კი პრემიერი გახდა.
ყირიმში 16 მარტს გაიმართა რეფერენდუმი ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებით. ოფიციალური მონაცემებით, რფ-ში შესვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ამორჩეველთა 96%-ზე მეტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელწიფო დუმის დეპუტატების, ფედერაციის საბჭოს წევრებისა და რფ-ის რეგიონთა ხელმძღვანელების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ პარლამენტში განსახილველად წარადგენს კონსტიტუციურ კანონებს ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. ოდნავ მოგვიანებით რუსეთმა და ყირიმმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთის შემადგენლობაში რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის შესვლის შესახებ.