ვანო მაჭავარიანი: “მოქალაქე ივანიშვილის გამო გადადგომას არ ვაპირებ”
საქართველო, 19 მარტი,
საქინფორმი. საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტ
გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი
ვანო მაჭავარიანი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მან პირველ რადიოსთან
ბიძინა ივანიშვილის შეფასებების საპასუხოდ განაცხადა.
„მოქალაქე ივანიშვილის თავისუფალი აზრის მოსმენა საინტერესოა, მაგრამ თუ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყოფილი პრემიერის აზრის გამო საკადრო ცვლილებები უნდა განხორციელდეს, ნება მომეცით გითხრათ, რომ ეს არანორმალური იქნება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.