სამართალი
კახა ბენდუქიძე: “ჩემი პროკურატურაში დაბარების მთავარი მიზეზი გაზეთი „ასავალ-დასავალია’’

Bendu-samart-1საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. კახა ბენდუქიძის განცხადებით, მისი პროკურატურაში დაბარების მთავარი მიზეზი გაზეთი „ასავალ-დასავალია“. ამის შესახებ კახა ბენდუქიძემ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.

ჩემი პროკურატურაში დაბარების საბაბი გაზეთიასავალ-დასავალი” იყო. რამდენიმე ასეული მილიონი ლარი საქართველოში არაფერი ღირს. პატარა ქვეყანა ვართ და დიდი კაპიტალი არ ტრიალებს, ეს იმისთვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს, რას ნიშნავს დიდი ფული. წარმოიდგინეთ, თბილისში არსებობს თუ არა ისეთი ნაკვეთი, რომელიც მრავალი ასეული მილიონი ღირს, ალბათ, მთელი ვაკე ეღირება ამდენი. მთავრობას აქვს იმის უფლება, რომ კონკრეტული ქონება 1 ლარად გაყიდოს. მთავრობამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, გადაუგზავნოს პრეზიდენტს, ამის შემდეგ ის იღებს გადაწყვეტილებას და მთავრობას უბრუნებს ხელშეკრულებას. მარტო მთავრობა ან მარტო პრეზიდენტი ამას ვერ გადაწყვეტს. ეს ხდება მაშინ, როცა აუქციონის ჩატარებას არ თვლიან მიზანშეწონილად“, - განაცხადა კახა ბენდუქიძემ, რომლის თქმითაც, ამ ეტაპზე მისი დაკითხვა დასრულებულია.

„წინააღმდეგ შემთხვევაში მე ახლაც იქ ვიქნებოდი. ადვოკატების აზრით, საკითხი ამოწურულია, თუმცა თუ აღმოჩნდა, რომ მე იქ ბოროტება ჩავიდინე, ალბათ დამიჭერენ,“ - აღნიშნა ბენდუქიძემ.