ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეიცვალა თავისი იდეოლოგია – სიცრუე“
საქართველო, 19 მარტი,
საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 18 მარტს, საღამოს 22 საათზე, TV „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა თეა სიჭინავას თოქშოუ „პოლიტიკის დრო“-ში საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში დღეს კონსტრუქციული ხელისუფლება და სუსტი ოპოზიციაა.
”დღეს ქვეყანაში არის პასუხისმგებლიანი და კონსტრუქციული ხელისუფლება და უპასუხისმგებლო და სუსტი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია. ოპოზიცია, რომელიც აზიანებს საერთო ფონს. ”ნაციონალებმა” ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს, შეიცვალონ თავიანთი დანაშაულებრივი მენტალობა, მათ გამოთქმებს მე აღარ ვაქცევ მნიშვნელობას. დღეს სახალხო ხელისუფლება ჰყავს ხალხს, საზოგადოებამ დაიბრუნა ლეგიტიმაცია, რომ იგი ირჩევს ხელისუფლებას. პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციას ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ისახება ძირითად ოპოზიციურ ძალად და მათ ვერ მოახერხეს და ვერ შეიცვალეს თავისი იდეოლოგია – სიცრუე. ძალადობენ მენტალურად და პირდაპირი მნიშვნელობით ვეღარ ახერხებენ ამას, თუმცა განწყობა ისევ იგრძნობა. დღეს, რაც ხდება ჩვენთან, მიზანმიმართულად ბევრი “ნაცების” აწეული თემაა,”-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.