აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ ვიზრუნებთ „ქართული მედიის განვითარებაზე“

Biz-akt-2საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 18 მარტს, საღამოს 22 საათზე, TV „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა თეა სიჭინავას თოქშოუ პოლიტიკის დრო-ში მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია "მოქალაქის" იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც ჟურნალისტების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებისთვის სპეციალური ტრენინგების მოწყობას ითვალისწინებს. ივანიშვილის თქმით, ჟურნალისტები მომზადების კურსებს გაივლიან უცხოური, კვალიფიციური მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ქართული მედია საზოგადოების უარესი ნაწილი არ არის - ის საზოგადოების შესატყვისია. ჩვენ ვიზრუნებთ მის განვითარებაზე, ადგილზე ჩამოვიყვანთ უცხოელ ექსპერტებს ტრენინგების ჩატარების მიზნით, ან უცხოეთში გავუშვებთ ქართველ ჟურნალისტებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.