აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი: „მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრა აქტიური თემა არ არის“

Biz-akt-1საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 18 მარტს, საღამოს 22 საათზე, TV „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა თეა სიჭინავას თოქშოუ „პოლიტიკის დრო“-ში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არც ერთი მხარე არ აქტიურობს მსგავი შეხვედრის განსახორციელებლად.

„არ ვფიქრობ, რომ მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრა აქტიური თემაა. ესეც ჟურნალისტებისგან ანგაჟირებული იყო. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი, ან რუსეთის მხრიდან ვინმე აქტიურობს, რომ ეს შეხვედრა მოხდეს. კითხვა დაუსვეს პუტინს და სხვა რა უნდა ეპასუხა მას, წარმოუდგენელია. არა მგონია, ეს შეხვედრა რომელიმე მხრიდან ანგაჟირებული იყოს. რა თქმა უნდა, დღევანდელი ჩვენი პოზიცია პრინციპული უნდა იყოს და პრინციპულად უნდა დავიკავოთ უკრაინის მხრდამჭერი პოზიცია და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია", - განაცახდა ივანიშვილმა.