უცხოეთი
პუტინმა ხელი მოაწერა ყირიმის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას

ukaz-ucx-1საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „ყირიმის რესპუბლიკის აღიარების“ ბრძანებულებას, რომლის თანახმად იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქნა აღიარებული. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

„ყირიმის ხალხების ნების გათვალისწინებით, რომელიც მათ 2014 წლის 16 მარტს გამართულ ყირიმის საყოველთაო რეფერენდუმზე გამოხატეს, აღიარებული იქნს ყირიმის რესპუბლიკა, რომელშიც ქალაქ სევასტოპოლს განსაკურებული სტატუსი აქვს, სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ბრძანებულება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე“, - ნათქვამია ბრძანებულების ტექსტში.

კრემლში პუტინი სახელწიფო დუმის დეპუტატების, ფედერაციის საბჭოს წევრების, რფ-ის რეგიონების ხელმძღვანელებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით გამოვიდა ყირიმის რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის მიმართვასთან დაკავშირებით მათი რფ-ის შეადგენლობაში მიღების თაობაზე.

უწინ სახელმწიფო დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა განცხადება გააკეთა იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს რუსეთის ფედერაცია რეფერენდუმის შედეგებით ყირიმის შემოერთების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. მისი თქმით, რფ-ის სუბიექტების წარმოქნისა და მიღების წესის შესახებ კანონის თანახმად, უცხო სახელმწიფო რფ-ს მიმართავს თხოვნით რფ-ის შეადგენლობაში შესვლისა და შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმების დადების შესახებ. რფ-ის პრეზიდენტი ამის შესახებ პარლამენტსა და რფ-ის მთავრობას აცნობებს და აუცილებლობის შემთხვევაში კონსულტაციებსაც მართავს. შემდეგ სახელმწიფოს მეთაური თხოვნით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, შეაფასოს შეთანხმების შესაბამისობა ქვეყნის კონსტიტუციასთან და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს  შეფასება დადებითი იქნება, საერთაშორისო შეთანხმება რატიფიკაციისთვის სახელმწიფო დუმას წარედგინება ფედერალური საკონსტიტუციო კანონის პროექტთან ერთად, სადაც განისაზღვრება სუბიექტის სახელწოდება, სტატუსი და საზღვრები. თუ ამ ორ დოკუმენტს პალატები მოიწონებენ, ცვლილებები შედის რფ-ის კონსტიტუციაში, სადაც ემატება ერთი ან რამდენიმე სუბიექტის სახელწოდება.