ვინ უფრო ხშირად დადის ვაშინგტონში – ირაკლი ალასანია თუ გიორგი თარგამაძე? ეს ორი ლიდერი ერთმანეთს აშშ-ში ვიზიტებში ეჯიბრება.
ადგილობრივი არჩევნების წინ ქრისტიან-დემოკრატები ირწმუნებოდნენ, რომ ამერიკა გიორგი თარგამაძეს უჭერდა მხარს, საპირისპიროს ამტკიცებდნენ „თავისუფალი დემოკრატები“.
მათი აზრით, ამერიკის ფავორიტი ირაკლი ალასანია იყო.
კვირის დასაწყისში ამერიკაში გიორგი თარგამაძე და ნიკა ლალიაშვილი წავიდნენ, კვირის ბოლოს კი - ირაკლი ალასანია და მისი თანაპარტიელები.
ორივე პარტიაში აცხადებენ, რომ მათ ლიდერებს ამერიკაში მაღალ დონეზე აქვთ შეხვედრები.
"თავისუფალი დემოკრატები" გამადიდებელი ლუპით უყურებენ ყველა იმ შეხვედრას, რომლებიც ამ კვირაში გიორგი თარგამაძემ აშშ-ში გამართა.
თავის მხრივ, ქრისტიან-დემოკრატები დააკვირდებიან, რა დონეზე მიიღებენ ირაკლი ალასანიას ამერიკაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ორი პარტიის ლიდერის გარდა, ამერიკაში სხვა ოპოზიციონერი ლიდერების ჩასვლაც იგეგმება.