სამართალი
საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული მარიამ კ. და 1986 წელს დაბადებული ინგა ჯ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალება წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეიძინეს და ინგა ჯ-ს საცხოვრებელ ბინაში შეინახეს. სამართალდამცველებმა ინგა ჯ-ს ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 6,688 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2,3207 გრ ჰეროინს შეიცავს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.